ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტი ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით, დღეს სხდომას გამართავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტი ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით მორიგ სხდომას გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს. დღეს, სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით მორიგ სხდომას გამართავს.

„განხილული იქნება ქვეკომიტეტის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე აქტუალურ საქმეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას სახელმწიფოს მიერ ყველაზე პრობლემური გადაწყვეტილებების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

დღევანდელ სხდომაზე, ეკა ბესელია ქვეკომიტეტის წევრებს მიაწოდებს ინფორმაციას ეროვნული პარლამენტარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემის თაობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ეხება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის პრეზიდენტად ეკა ბესელიას არჩევის შემდეგ, დღეს მეოთხე სხდომას გამართავს“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა