დავით ზალკალიანი - აშშ-ის მხრიდან ასეთი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ჰქონია

აშშ-ის მხრიდან ასეთი მოცულობის და შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ ჰქონია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირების შესახებ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი უპრეცედენტოს უწოდებს კონგრესმენების - ტედ პოს და ჯერი კონოლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სრულიად ახალ დონეზე გადასვლის კიდევ ერთი დასტურია.

"ეს არის მართლაც ისტორიული აქტი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მოცულობის და ასეთი შინაარსის საკანონმდებლო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის 25 წლის პერიოდის განმავლობაში არ ჰქონია. ეს აქტი იცავს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტია აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ახორციელდებდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა