მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, - ამის შესახებ ბახტაძემ სამეგრელოში, დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონების უნიკალური შესაძლებლობების გამოყენებაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძლიერი და ევროპული ყაიდის საქართველო ნიშნავს ძლიერ და განვითარებულ რეგიონებს, ხოლო ძლიერი საქართველო-რეგიონების განვითარებას.

“საქართველოს ყველა კუთხე უნდა იყოს განვითარებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი კუთხეების და რეგიონების უპირატესობების მაქსიმალური გამოყენება. ამ კუთხით სამეგრელო არის უნიკალური ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში, რომ უკეთესად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, ამის შემდეგ ფოთის და ანაკლიის პორტები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება უნიკალური სამრეწველო პოტენციალი სამეგრელოში, რომელიც გახდება იმის გარანტი, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ევროპული გახდეს. როცა ევროპასთან კულტურათა თავსებადობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია არ დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკა უნდა დავაწიოთ ამას. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ჩვენგანი შეძლებს თავისი თავის რეალიზაციას და სადაც დავანახებთ აფხაზ და ოს ძმებს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია თავისი ნიჭის რეალიზაცია და ღირსეული ცხოვრება. სწორედ ღირსეული ცხოვრება უნდა იყოს ის მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერი მთავრობისთვის უნდა იყოს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა