მამუკა ბახტაძე - ის ტემპი, რაც დღეს გვაქვს, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს, ამიტომ ტემპი აუცილებლად დაჩქარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ტემპი აუცილებლად დაჩქარდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აუცილებლად დადგენილ ვადაში დასრულდება.

როგორც ბახტაძემ სამეგრელოში მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ასევე ახალი პროექტები.

“მინდა ხაზი გავუსვა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალს, ტობა-ვარჩხილი, ულამაზესი კანიონები, დადიანის სასახლე, ჩვენ ამ პოტენციალის 10%-საც კი ვერ ვიყენებთ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი. განსაკუთრებით იმ კუთხით, რაც ეხება მცირე საოჯახო სასტუმროების განვითარებას. ამ ნაწილში მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გავზრდით აქტივობას, გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ, ჩვენს ინვესტიციებს. ჯანსაღ და განვითარებულ ტურიზმს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ის ტემპი, რაც დღეს გვაქვს, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში გვაქვს, ამიტომ ტემპი აუცილებლად დაჩქარდება და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აუცილებლად უნდა მორჩეს ვადაში და უნდა დავიწყოთ ახალი პროექტები კიდევ უფრო მოკლე ვადაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა