ირაკლი კობახიძე - აქტიურად ვიმუშავებთ, რომ საერთაშორისო დონეზე ამოქმედდეს სანქციები, რომლებიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მოხვედრილ პირებზე უნდა გავრცელდეს

ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ საერთაშორისო დონეზე ამოქმედდეს სანქციები, რომლებიც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მოხვედრილ პირებზე უნდა გავრცელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობიდან პარლამენტში გადაგზავნილი დოკუმენტი შეიცავს მითითებას საპარლამენტო რეზოლუციაზე, რომლითაც დამტკიცდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დებულება.

“ეს სია შედგენილია საქართველოს მთავრობის მიერ და მასში ასახულია ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების უფლებების უხეშ ხელყოფაში. ეს სია შედგენილია ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად და ახლა შესაბამისი ზომების მიღება არის საჭირო. აღნიშნული ზომები ნაწილობრივ მთავრობის დოკუმენტშიც არის ასახული. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ საერთაშორისო ძალისხმევა იმისათვის, რომ ამოქმედდეს სანქციები ამ პირთა მიმართ საერთაშორისო დონეზე. ამ კუთხით ჩვენ, პარლამენტი ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა