მამუკა ბახტაძე - განათლება, კულტურა და სპორტი არის სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს

განათლება, კულტურა და სპორტი არის სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ განათლებისა და კულტურის და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას. ეს არის რეალურად სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს. ვერც განათლება ვერ იქნება თვითკმარი, ვერც სპორტი და კულტურა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი გარემო, სადაც ბაღიდან დაწყებული, უნივერსიტეტით და პროფესიული სასწავლებლით დამთავრებული, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ როგორც განათლების მიღებას, ასევე კულტურის და იმ მნიშვნელოვანი ფასეულობების შეგრძნებას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, თუ ეს არ იქნა გაერთიანებული ერთი ქოლგის ქვეშ,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, პრემიერის მიერ წარდგენილი სტრუქტურული ცვლილებებით, მთავრობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა