ლელა ქებურიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სამეგრელოს გუბერნატორის ჩანაცვლებას მისივე მოადგილით გეგმავს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამეგრელოს გუბერნატორის ჩანაცვლებას მისივე მოადგილით გეგმავს. ამის შესახებ ქებურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„როგორც ხმები დადის, სავარაუდოდ, იმის სადემონსტრაციოდ, რომ სურს რეგიონში ნამდვილად განახორციელოს ცვლილებები, ბატონი მამუკა აპირებს გუბერნატორის ჩანაცვლებას მისი მოადგილით დავით კოდუათი, რომელიც ყველა იმ მანკიერებაზეც არის პასუხისმგებელი, რომელსაც ადგილი აქვს სამეგრელოს მუნიციპალიტეტში. ამიტომ მოვუწოდებ ბატონ მამუკას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ადეკვატურად შეაფასოს ადგილზე მოვლენები. თუ უფრო მონდომებული იქნება, სხვა პრობლემებსაც აღმოაჩენს ადგილზე“, - განაცხადა ლელა ქებურიამ.

ცნობისთვის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პოსტს ამჟამად ლევან შონია იკავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა