“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით მასწავლებლობის მაძიებელთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად რეგულირდება

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილები განიხილა. პროექტი, რომლის ინიციატორებიც პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და სიმონ ნოზაძე არიან, პლენარულ სხდომაზე გენადი მარგველაშვილმა წარადგინა.

“კანონპროექტი, მიზნად ისახავს მასწავლებლების ნდობის ამაღლებას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისადმი, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების გამრავალფეროვნებას და მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების სისტემის გადახედვას“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

პროექტის მიხედვით, იცვლება აქამდე არსებული მასწავლებლობის მაძიებლობის ცნება და სისტემა. ახალი რედაქციით, მასწავლებლობის მაძიებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

“პროექტით წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლობის მაძიებლობა გახდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლების მოპოვების ერთ-ერთი გზა ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებლობის უფლების არმქონე პირებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრასა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას“,- განმარტა გენადი მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა