ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. ამ ეტაპზე ქვედანაყოფის მომზადების მე-9 კვირა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და აღდგენას მოიცავს. წვრთნის ეს ეტაპი მომდევნო საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება. საველე სწავლებაზე 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზე არის გაშლილი. თითოეულ საწვრთნელ უბანზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო მომზადება მიმდინარეობს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბატალიონის საველე შტაბს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ლევან იზორია წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად შეხვდა, სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სისტემების განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება ტაქტიკური ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვისა და დაკისრებული ეროვნული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მზადყოფნის დონეზე შენარჩუნების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარება.

წვრთნებს მხარს უჭერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები - კაპიტნის საკარიერო სკოლა, არტილერიის სკოლა და ლოგისტიკის სკოლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა