ილია წულაია - დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის საჭირო პროექტი

დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის საჭირო პროექტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვა ჩავარდა, ვინაიდან სურვილი არავინ გამოხატა.

“დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ქალაქისთვის საჭირო ეს პროექტი. ერთი მხრივ, სერიოზული საკომუნიკაციო სამუშაოა გასაწევი მსხვილ საინვესტიციო და ფინანსურ ჯგუფებთან, რომ ამ პროექტში გვერდით დაუდგნენ მერიას და მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში. მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის ანალოგიური შემთხვევა, პუშკინის სკვერის ქვეშ, მახსოვს პოლიტიკური განცხადებების და შეთქმულების თეორიების აგების საბაბი გახდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა თბილისში ნაწილობრივ საქველოქმედო პროექტია - ნებისმიერი, ბიზნესში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანი, დამეთანხმება ამაში. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია თუ ინვესტორი, ვინც ამ ინტერესთა გამოხატვაში მიიღებს მონაწილეობას, არის დასაფასებელი, მხარდასაჭერი და არა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების და პარტიული ინტერესების გამო ცილისწამებაში და კრიტიკაში გასახვევი. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი მოახდენს თავისი ძალების და საერთაშორისო კონტაქტების მაქსიმალურ მობილიზებას, რომ მხარი ავუბათ მერიის ისეთ პროექტებს, რაც თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ილია წულაიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, რაც, მისი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა