ვლადიმერ პუტინი - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, რაც აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგია

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, რაც აშშ-ში შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემაწესთან ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები საუკეთესო მდგომარეობაში არ არის. მე ამაზე საჯაროდ არაერთხელ მითქვამს და მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო: მივიჩნევ, რომ ეს დიდწილად თვით აშშ-ში მწვავე შიდაპოლიტიკური ბრძოლის შედეგია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჯონ ბოლტონის ვიზიტი მოსკოვში ვაშინგტონთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

„თქვენი მოსკოვში ვიზიტი იმედს გვაძლევს, რომ შევძლებთ თუნდაც პირველი ნაბიჯები გადავდგათ სრული ფორმატის ურთიერთობების აღდგენის კუთხით. რუსეთს არასოდეს სურდა კონფრონტაცია“, - დასძინა მან.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს