საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ალი აშგარ მოუნესანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 


მათივე ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა ტურიზმისა და კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი, ასევე, შეეხო ხალხთაშორისი ურთიერთობის განვითარებას, ფერეიდნელი ქართველების საკითხს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 
შეხვედრაზე ინტენსიურ გაცვლით ვიზიტების დინამიკაზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან, ირანში ვიზიტი დაასრულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა