ირაკლი კობახიძე - აშშ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში

„ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ხუთი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უკრაინელ, მოლდოველ, ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევებისა და მიზნების, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ამ ქვეყნებთან ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. სამწუხაროდ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვიზიარებთ საერთო გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. გვაქვს ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საერთო მიზნები. საქართველოს და უკრაინის საერთო მიზანი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაა, მოლდოვასთან გვაერთიანებს ევროინტეგრაციის მიზანი.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვს საერთო, რაც ერთად დგომას მოითხოვს. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. ასევე, გვაკავშირებს საერთო ისტორიაც. რაც მთავარია, გვაერთიანებს ღირებულებები და ჩვენი ნება ერთად დგომისა, თანამშრომლობისა, სწორედ ამ მყარ ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ აღმოსავლეთს ვაცნობთ დასავლურ ღირებულებებს და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო რამ, რაც მეგობარ ქვეყნებთან გვაკავშირებს. ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ჩვენ მადლიერები ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესის. იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა