თბილისის მერია ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს

თბილისის მერია დღეს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას გამართავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

„მერიის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩვენ მიერ ინიცირებული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეულები არიან ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ქალაქში ბიზნესაქტივობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

პრეზენტაციაზე ბიზნესის ყველა წარმომადგენელი გვინდა მოვიწვიოთ და მათ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ ყველა მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რათა მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა ბიზნესაქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცეთ მათ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარე განათების პროექტი და ა.შ.

ჩვენ ვმუშაობთ და ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბიზნესსა და მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი და კონკურენტული ურთიერთობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა