ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის მიერ მიღებული საგანგებო რეზოლუცია რუსეთის აგრესიას გმობს

ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროპარლამენტის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა ერთობლივი რეზოლუციები დაამტკიცეს.

ასამბლეამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტარ გუნარ ჰოკმარკის თანაავტორობით რეზოლუცია მიიღო თემაზე: „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებში“. 
თამარ ხულორდავამ საუბრისას რეგიონის უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, ხუთს მიმდინარე კონფლიქტი გვაქვს. ეს კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფა ხელს გვიშლის ნორმალურ განვითარებაში. ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და გამოწვევები მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. მშვიდობა და სტაბილური დემოკრატიული განვითარება ჩვენს ქვეყნებში პირდაპირ კავშირშია მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან მთლიანად ევროპის კონტინენტზე“,-განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ.

რეზოლუციაში აღნიშნულია რომ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ხოლო არსებული კონფლიქტები აფერხებს საერთო ინტერების რეალიზაციას; რეზოლუცია აღიარებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, გმობს რუსეთის აგრესიას, მოუწოდებს ჯარების გაყვანის, აღიარების უკან წაღების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში, გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.


კომიტეტების სამუშაო სფეროების მიხედვით ასევე, შემუშავდა შემდეგი რეზოლუციები:
უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.


დაგეგმილი რეზოლუციების გარდა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ საგანგებო რეზოლუციები მიიღო, მათ შორის თამარ ხულორდავას ინიცირებით მიღებულ იქნა საგანგებო რეზოლუცია თემაზე: „2020 წლის შემდგომი ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერების შესახებ“;
 საგანგებოდ იქნა მიღებული რეზოლუციები უკრაინელი პოლიტიკური პატიმრების შესახებ რუსეთში და სომხეთის ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და განახლებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის დაჩქარების შესახებ.

პლენარული სხდომისას გაიმართა დებატი ფულის გათეთრების წინააღმდეგ და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში. ამ საკითხზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკომისიის და ევროპის საბჭოს წარმომდგნელებმა ისაუბრეს, სადაც კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიღწევები აღინიშნა, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც უსწრებს. 


თამარ ხულორდავამ, ევრონესტის საპარლამეტო ასამბლეას, სხდომაზე, ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

„საპარლამენტო ასამბლეაში სამი ასოცირებული ქვეყნის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს აქვს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. პოლიტიკურად, ის პარტნიორებს საშუალებას აძლევს ინტერესების ლობირება მოახდინონ ევროპულ მხარესთან და მეორე მხრივ, სამ ქვეყანას ხელს უწყობს ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ და ადვილად გაიარონ ევროკავშირთან დაახლოების ამბიციური და რთული პროცესი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.

„ეს საპარლამენტო პლატფორმა საერთო ინტერესების ერთობლივი ძალებით ლობირებაშიც გვეხმარება. საქართველო ლიდერია რეგიონში, მაგრამ გვსურს ევროკავშირთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა. საქართველო ამისთვის ბევრს აკეთებს. საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს ძალისხმევას ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ხედავენ და აფასებენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა