ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს

ბათუმის მერიის შენობასთან ამ წუთებში ხმაურია. სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტრო აქციას მართავენ. მძღოლების განცხადებით, ისინი მერიის მიერ მიკროავტობუსების შემცირებას და ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. პროტესტის ნიშნად მათ ამ წუთებში გორგილაძის ქუჩა გადაკეტეს.

11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა არის დაგეგმილი, სადაც ერთ–ერთი თემა მძღოლების საკითხი იქნება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირებით, მათ შემოსავლის წყარო შეუმცირდებათ.

აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მერიის წარმომადგენელი ხვდება. როგორც მერიის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, უწყება მათ მოლაპარაკებას სთავაზობს, რისთვისაც შეხვედრას სთხოვს. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მძღოლები ჯერჯერობით უცნობია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა