სულხან სალაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ორ ძირითად პრობლემას გამოვყოფდი - გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამოვყოფდი ორ ძირითად პრობლემას - გამჭვირვალობას და განსხვავებული აზრის დევნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციამდე განუცხადა. მისი თქმით, გასხვავებული აზრის დევნა ეხება განსაკუთრებით არამოსამართლე წევრებს.

"ვხედავთ, რომ საბჭოში დღეს უკვე კანონპროექტების დონეზე საუბრობენ თუ როგორ შეიძლება "პრევენცია" მოახდინონ მოსამართლე წევრებმა განსხვავებულ აზრთან მიმართებაში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს სისტემის გამჭვირვალობას და ღიაობას. ძალიან ბევრი კითხვაა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან, დისციპლინარულ საქმის წარმოებასთან, მედიისთვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ა.შ. ბევრი პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობდით 2017 წელს, წელსაც რჩება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოს შემადგენლობა. მართალია განახლდა შემადგენლობა, თუმცა როგორ წარიმართა ეს პროცესი, ეს ცალკე განხილვის საგანია. საბჭოში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა და კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე",- განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში საუბარია რეკომენდაციებზეც, ასევე აუცილებელი რეფორმების გატარებაზე, თუმცა მოლოდინი, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდება, არ აქვს.

"წლებია ვხედავთ პრობლემებს. წლებია ვხედავთ მექანიკურ ჩარევას და არა ქირურგიულს. ამიტომ, დღევანდელი პრეზენტაცია აჩვენებს რამდენად მზად არიან რეფორმებისთვის",- განაცხადა სალაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა