ზურაბ პატარაძე - ნახიჩევანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასილ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი - არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რეგიონებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაა.

„ნახიჩევანში მულტიფუნქციური, მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოები დავათვალიერეთ, გავეცანით მათ პროდუქციას და გავიზიარეთ გამოცდილება. მისასალმებელია, რომ წარმოების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი აქვს ნახიჩევანს. აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორი მზად არის ჩაერთოს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქ ბათუმის მერმა რამდენიმე საწარმო დაათვალიერეს, გაეცნენ ახალ ტექნოლოგიებს დეკორატიული ფილებისა და შენობების ფასადების მოპირკეთების მიმართულებით.

ზურაბ პატარაძის თქმით, ორ რეგიონს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, დაიგეგმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი პირებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი აჭარაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა