სოფიო კილაძე არასამთავროების ანგარიშს ეხმაურება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშს გამოეხმაურა.

„ჩვენ სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ძალიან ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ,ბევრი გამოწვევა იყო იმ სფეროში დარჩენილი და რჩება კიდევ გამოწვევები და ეს საჭიროებს მუდმივ ყურადღებას და ფორმირებას. ბუნებრივია, არის დიდი პროგრესი ამ კუთხით, მაგრამ მაინც დარჩა ბევრი სფერო, სადაც რეფორმებია გასატარებელი. ეს ბუნებრივია, ასევე შეიძლება შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს მართლმსაჯულების სისტემაში და ჩვენ ღია ვართ ყველანაირი შემოთავაზებისთვის, თუ ეს შემოთავაზება გონივრულია. ეს პროცესი უნდა იყოს მუდმივი და არასდროს უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით მართლმსაჯულების სისტემაში, იმიტომ, რომ ის არის ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი მექანიზმი საქართველოში“, –განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის წესისა და პრაქტიკის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის განხორციელება პრაქტიკაში – მოსამართლეები თანამდებობაზე დაინიშნენ იმავე ხარვეზებით, რომელთა აღმოფხვრასაც რეფორმა ისახავდა მიზნად და სხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა