აკაკი ზოიძე - ხელისუფლება იმ თარგზე უნდა მოეწყოს, რასაც ეფექტიანი და მოქნილი მთავრობა ჰქვია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განაცხადებით, 2017 წლის დეკემბერში სამინისტროების გაერთიანების და ადმინისტრაციული ხარჯებისოპტიმიზაციის შედეგად, დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგა და ახალი ცვლილებითაც დაახლოებით იგივე თანხის დაზოგვა მოხდება.

ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპონენტებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ამბობენ, რომ ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება არ მომხდარა.

„ცვლილებების მთავარი ამოცანაა არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება, არამედ ეს ცვლილებები როგორ იმუშავებს. ცვლილებები მორგებულია ეფექტიან და მოქნილ მთავრობაზე, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს, მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქემდე სწრაფად მივიდეს და კორუფციისგან თავისუფალი იყოს. ხელისუფლება იმ თარგზე უნდა მოეწყოს, რასაც ეფექტიანი და მოქნილი მთავრობა ჰქვია, რომელიც დროულ და საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს მტკიცებულებაზე დაფუძნებით. წინა ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციული დანახარჯების კუთხით 100 მილიონი დავზოგეთ. ახალი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია, რომ 2019-2020 წელსაც დანახარჯები 100-120 მილიონი ლარით შემცირდება", - განაცხადა ზოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა