ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლის თავზე კვლავ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის და საქართველოს ახალი სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

“10 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან და რუსეთი ისევ განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ცალსახად აფასებს რუსეთის ქმედებებს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციას და გმობს საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას. ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები სრულად იყვნენ ინფორმირებულები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევების მძიმე ფაქტებზე და ზოგადად იმ ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შედეგად არის შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, ვისაუბრე საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე და საქართველოს იმ მშვიდობიან პოლიტიკაზე, რასაც რუსეთის აგრესიას ვუპირისპირებთ, რომ მცირედით მაინც შევძლოთ ადგილობრივი მცხოვრებლების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ 10 წლის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, პარტნიორმა ქვეყნებმა, არაერთი რეზოლუციით დაგმეს რუსეთის ოკუპაცია და თავისი მყარი და პრინციპული პოზიცია გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“რასაკვირველია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციაც ასევე ცალსახაა ამ საკითხში“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა