„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, კომპანია ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს

ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონებში უფროსკლასელებისთვის საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარებას განაგრძობს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიადან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები გააცნეს და ელექტროობასთან დაკავშირებული მცირე სახალისო ცდები ჩაატარეს.

ამასთან, „ენერგო - პრო ჯორჯიას“ ცნობით, მოსწავლეები კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე ექსკურსიაზეც იმყოფებოდნენ.

„პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია. USAID-თან ერთად, კომპანია აღნიშნულ პროექტს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში 2016 წლიდან ახორციელებს. ამ დროისთვის საჩვენებელი გაკვეთილები უკვე 100-მდე სკოლაში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2018-2019 სასწავლო წელსაც.

სკოლებს, რომლებსაც სურთ აღნიშნულ პროექტში ჩართვა, შეუძლიათ მიმართონ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ადამიანური რესურსების დეპარტამენტს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტებს, კომპანია საშუალებას აძლევს, მომავალი დასაქმების პერსპექტივით პრაქტიკული მეცადინეობა გაიარონ კომპანიაში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა