სომხეთის ელჩმა დავით ზალკალიანს სომეხი კოლეგის მისალოცი წერილი გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,

სომხეთის მხარემ დავით ზალკალიანს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოცვის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა კვლავ გააგრძელებს სომხეთთან პოზიტიურ ურთიერთობებსა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას.

რუბენ სადოიანმა წარმატება უსურვა დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში და დაადასტურა სომხეთის მხარის მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა