ზურაბ ჭიაბერაშვილი - მამუკა ბახტაძის მიერ იმის თქმა, რომ ხარჯებს არ გაზრდიან, ეს მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას ნიშნავს

მამუკა ბახტაძის მიერ იმის თქმა, რომ ხარჯებს არ გაზრდიან, ეს მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას ნიშნავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს არსებული ბევრი პროგრამა შესამცირებელია, რომლის ხარჯზეც პენსიის 50 ლარით გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი.

„დღესაც ვიცით ძალიან ბევრი უყაირათო პროგრამა ბიუჯეტში, რომელიც შესამცირებელია და რომლის ხარჯზეც დღესვე შეიძლება სოციალური პროგრამების და პენსიის 50 ლარით გაზრდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაანაწყენოს თავისი პარტაქტივი, რომელიც სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ჰყავთ დასაქმებული“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა