თამთა ჯანჯღავას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ირაკლი ნოზაძეს ის ხელი მოუქნია, რომელშიც დანა ეკავა

თამთა ჯანჯღავას ადვოკატი არჩილ შაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ირაკლი ნოზაძეს ის ხელი მოუქნია, რომელშიც დანა ეკავა. როგორც შაბაშვილი ამბობს, ბრალდებულსა და ნოზაძეს შორის კონფლიქტი იმ თანხის გამო მოხდა, რომელიც ჯანჯღავამ ნოზაძეს ასესხა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს ასეთი პოზიცია, რომ მას ჰქონდა ნასესხები ნოზაძისთვის თანხა და არ უბრუნებდა. ამაზე მოხდა მერე შელაპარაკება, რასაც მოჰყვა ის, რომ დაზარალებულმა ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შესაძლოა მოიქნია ხელი, რომელშიც ეკავა დანა. დანა ამოღებული არაა", - განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა