ირაკლი კოვზანაძე - გასულ წელს ინფლაცია ჩვენს მოსახლეობას ტვირთად დააწვა

ფასების არასტაბილურობა და ინფლაცია 2017 წელს ეროვნული ბანკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წელს 4 %-ზე დაიგეგმა, თუმცა, წლიურმა საშუალო დონემ 6.7%-ს მიაღწია, ცალკეულ თვეებში კი 7%-საც კი გადააჭარბა.

„გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი ორიენტირებულია საშუალოვადიან პერსპექტივებზე და თქვენი რეაგირებები, ეკონომიკური თვალსაზრისით, ადეკვატური იყო, მაგრამ მინდა, გაითვალისწინოთ, რომ ინფლაცია პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და მათ ყოველდღიურობას, ეს ყველაფერი მოსახლეობის ფართო ფენებს ტვირთად დააწვა, განსაკუთრებით კი მის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის უფრო ოპერატიული და ქმედითი უნდა გახდეს ამ მიმართულებით “, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

თუმცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს წლიური ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შესუსტდა და მაისში 2,5% შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა