სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ორი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა დასახლებებში მოხდება.

დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორტორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად, განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.

ლევან შონიამ ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამო მადლობა გადაუხადა და საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა