„თიბისის“ მხარდაჭერით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საქართველოსადმი მიძღვნილ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი უძღვებოდა. საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა. წიგნზე ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა, ხოლო მისი გამოცემა "თიბისი ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.

GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’ ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას, მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს. წიგნის შეძენა ამჟამად Amazon.com-დან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ის ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

მიღებას ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჯილიან ევისონი, წიგნის ავტორი ნიკოლოზ ალექსიძე, ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და „თიბისის“ დამფუძნებლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა