დავით გაბაიძე საერთაშორისო კონგრესის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, თავის მისასალმებელ სიტყვაში დავით გაბაიძემ რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი ფორუმის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესზე გაჟღერებული სიახლეები წარმატებით განხორციელდება სამედიცინო პრაქტიკაში.

კონგრესში, რომელიც 28-30 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ტარდება, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის 30 ქვეყნის 1 100 დელეგატი მონაწილეობს.

ამჟამინდელი ღონისძიება, ისევე როგორც წინა ოთხი, ორგანიზებულია აჭარის მთავრობასთან ერთად და მთავრობის თავმჯდომარის - ზურაბ პატარაძის პატრონაჟით ტარდება. კონგრესის ორგანიზატორები არიან ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“.

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი 24 სიმპოზიუმად ტარდება და მოიცავს რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს: ონკოლოგიას, ქირურგიას, კრიტიკულ მედიცინას, ინფექციებს, ტუბერკულოზს, ასთმას, ალერგიას, ფილტვის ქრონიკულ დაავადებებს, პედიატრიასა და ნეონატოლოგიას.

კონგრესის დასრულების შემდეგ, კვირას, 1 ივლისს, ბათუმის მერიის თანაორგანიზებით, ჩატარდება გარბენი სლოგანით - „ირბინეთ მეტი, ისუნთქეთ მეტი, იცოცხლეთ მეტი“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა