ირაკლი კობახიძე - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საპარლამენტო ასამბლეა დააფუძნეს, რომლის პირველ სესიასაც საქართველო სექტემბერში უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ასამბლეა სამ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის პროცესს დაუდებს სათავეს. ამ კონტექსტში, მან ხაზგასმით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის ერთობლივი ვიზიტის მნიშვნელობა.

„ჩვენ შევქმენით ძალიან წარმატებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, საპარლამენტო ფორმატში. დაფუძნდა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან წარმატებული ფორმატი იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული შეხვედრები, შევხვდით სამმხრივ ფორმატშიც. ახლა, ერთობლივად ვიმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ამერიკელი კოლეგების წინაშე საერთო გზავნილები გაგვეჟღერებინა.

ვფიქრობ, შედგა საკმაოდ წარმატებული ვიზიტი. სექტემბერში, საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისში ვუმასპინძლებთ, რომელიც სამ ქვეყანას შორის ძალიან წარმატებული თანამშრომლობის პროცესს დაუდებს სათავეს. მინდა, ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს მადლობა გადავუხადო მათი ძალისხმევისა და ენთუზიაზმისთვის. მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საბოლოოდ, საერთო მიზნებს მივაღწევთ. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვიქნებით თანმიმდევრულნი. განვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს. ამ რეფორმებს მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის არ ვახორციელებთ. ამას ვაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიის. ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამ თანმიმდევრულობითა და ენთუზიაზმით, იმედი გვაქვს, რომ დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ევროკავშირსა და ნატოსთან ღირებულებების მხრივ დაახლოებაზე გაამახვილა. „ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის დაახლოება და ამ მხრივ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოსთან. პირველ რიგში, ვგულისხმობთ დაახლოებას ღირებულებების მხრივ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატია, ჩვენი საზოგადოებები, რათა, ბოლომდე გავიზიაროთ ის ღირებულებები, რომლებზეც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახია დაფუძნებული.

ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. ქართველ მოსახლეობაში ამის სურვილი, მხარდაჭერა და მოტივაცია ძალიან მაღალია და გვწამს, რომ სწორედ ამ მაღალი მოტივაციითა და მხარდაჭერით, საბოლოო მიზნებს მივაღწევთ“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა