ნაძალადევის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდეს

ნაძალადევის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიით არ ისარგებლონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცურვა აკრძალულია.

რაიონის გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებულია საინფორმაციო აბრა და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული. თბილისის ზღვის ტერიტორიასთან არსებული საშიში ზონა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„აღნიშნული არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. თბილისის მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს და ნუ ისარგებლებენ თბილისის ზღვის ამ მონაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საინფორმაციო-ამკრძალავი აბრა და დამცავი ღობეა განთავსებული, მოქალაქეები არხში მაინც ჩადიან. აქედან გამომდინარე, გამგეობა დამატებით საინფორმაციო დაფებს განათავსებს და ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე დამატებით დამცავ ღობეს მოაწყობს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

მერიის ცნობით, მოქალაქეების უსაფრთოების დაცვის მიზნით დაგეგმილი დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივლისში დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა