სუს-ის უფროსის მოადგილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა კონფერენციაში მონაწილეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს დელეგაცია, სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით, გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში – „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, მონაწილეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე.

სესიის - “უცხოელი ტერორისტი მებრძოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მოხსენება წარადგინა.

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველი გლობალური კონფერენცია ნიუ-იორკში, აშშ-ში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია ახალი მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გასაძლიერებლად. კონფერენცია 28 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა გახსნა.

ღონისძიებაში კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა