მამუკა ბახტაძე - ვიწყებთ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს

ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ფორმატს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.

“4 წელი შესრულდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. 2014 წლის 27 ივნისი ისტორიული დღეა ჩვენთვის, რომელმაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ არაერთ ხელშესახებ წარმატებას და შედეგს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა, რაც მნიშვნელოვანი სარგებელია თოთოეული ჩვენი მოქალაქისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უკვე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავება, რომლის განხორციელებაც კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს. ასევე ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ასევე გამოეხმაურა მიმდინარე კვირას გაფორმებულ ხელშეკრულებას და ის მნიშვნელოვნად შეაფასა.

“მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მიმდინარე კვირას გაფორმდა. ეს არის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჰონგ-კონგთან, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ეკონომიკური ცენტრი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემდეგ ჩვენი ექსპორტიორები შეძლებენ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ პოზიციები ამ ძალიან საინტერესო ბაზარზე“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა