პროკურორი - ირაკლი ნოზაძის საქმეზე ბრალდებულებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება დაუდგინდათ

პროკურორი მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა განმარტა, ბრალდებულებს სახელმწიფო ბრალდება მძიმე დანაშაულის ჩადენასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ამასთან, პროკურორმა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები დაასახელა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას დაახლოებით 15-მდე მოწმესთან აქვს ახლო ურთიერთობა და შესაძლოა ეს ნაცნობობა მათზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს.

გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ  ბრალდებულებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარება დაუდგინდათ, რაც მათ  ჩვენებასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან თამარ მისაბიშვილის ინფორმაციით, დაკითხვისას თამარ ჯანჯღავამ და ნათია თოფურიამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კატეგორიულად უარყვეს. პროკურორის თქმით, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მზად არის ორივე ბრალდებული გამოძიებასთან სათანამშრომლოდ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა