მამუკა ბახტაძე - მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან სწორი მესიჯები გვაქვს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთლიანად სახელმწიფო ბიუროკრატიის და არა მხოლოდ სამინისტროების ზომა ეკონომიკაში 3,9% -ით განისაზღვრება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან სწორი მესიჯები გვაქვს. ჩვენ მნიშვნელოვნად ვამცირებთ ზოგადად სახელმწიფოს ზომას ეკონომიკაში. ის ცვლილებები, ჩვენ ჩამოვიყვანოთ სახელმწიფოს როლი მთლიან ეკონომიკაში 3,9%-ზე, არ უკავშირდება მხოლოდ სამინისტროებს. ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად, ზოგადად სახელმწიფოს ბიუროკრატიაზე. აქ იგულისხმება როგორც სამინისტროები, ასევე, სსიპ-ები, ა(ა)იპ-ები, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ადგილობრივ დონეებზე მუშაობენ. ზოგადად, მთელი სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ 3,9%-ზე. ეს უნდა იყოს ზედა ზღვარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ დღესთან შედარებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, 2 წლის განმავლობაში 200-დან 250 მილიონ ლარამდე გამოვათავისუფლოთ და მივმართოთ სოციალურ პროგრამებზე. მე ვფიქრობ, მათემატიკა არ არის ის საგანი, რაზეც უნდა იყოს დისკუსია. მესმის, რომ პოლიტიკაში ხშირად გვეუბნებიან, რომ ორჯერ ორი ოთხი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ზომა რაც უჯდება ეკონომიკას, ჩამოვა 3,9%-ზე. ეს გულისხმობს ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების შემცირებასაც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სტრუქტურული ცვლილებები დათქმულ ვადაში განხორციელდება.

„რაც შეეხება საკადრო შემადგენლობას, რა თქმა უნდა, მე ვათვიცნობიერებ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში შესაბამის პროცედურებს გავივლით მოკლე ვადაში და მე საშუალება მექნება, საზოგადოებას წარვუდგინო რაც შეიძლება დროულად განახლებული მთავრობა და განახლებული მინისტრთა კაბინეტი“, - დასძინა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა