სახელმწიფო ბრალდებას დაევალა, მოიძიოს ნათესავი ან მეურვე, რომელსაც თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებს გადასცემს

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდებას დაავალა, მოიძიოს შესაბამისი ნათესავი ან მეურვე, რომელსაც მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილებს გადასცემს. სახელმწიფო ბრალდებისადმი შესაბამისი დავალება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე გააჟღერა.

მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, მათ შორის თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ჯანჯღავა აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მისი ადვოკატის ინფორმაციით, ნოზაძესთან კონფლიქტი ვალს უკავშირდებოდა.

თავად მომღერალი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა