ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ამ წუთებში ზაზა სარალიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე პოლიციაში 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოლფილებასთან იმყოფება ასევე ზვიად კუპრავა და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

როგორც ზვიად კუპრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რაც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლის ვადით.

„მედავებიან სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, სადაც იძულებით, აბსოლუტურად უკანონოდ მოხდა ჩემი აყვანა სასამართლო დარბაზში. მოსამართლისგან მიღებული მქონდა შესვენების უფლება ერთი საათით და ეს დრო გასული არ იყო, პოლიციელებმა განმიცხადეს, რომ დარბაზში მოსამართლე მეძახდა. მოსამართლე ასე არ ეძახის, მოსამართლე საუბრობს დოკუმენტებით, განკარგულებით, შესაბამისი დადგენილებებით. მათ მე მოვთხოვე შესაბამისი დადგენილება, რაც ვერ წარმოადგინეს. ამის შემდეგ იძულებით მოახდინეს ჩემი სასადილოდან გაყვანა, რითაც კანონი დაარღვიეს“, - განაცხადა კუპრავამ.

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში დღეს ზაზა სარალიძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის დროს სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა