ელტონ ჯონის კონცერტები „ბლექსი არენას" სცენაზე ხვალ და ზეგ გაიმართება

ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები „ბლექსი არენას" სცენაზე ხვალ და ზეგ გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, შეკვეთილში მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან კონცერტის დაწყებამდე დიდი ზომის ეკრანი დამონტაჟდება, სადაც მისულ მსმენელებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ნახვა შეეძლება.

ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი საქართველოში Wonderful Crazy Night-ის ტურნეს ფარგლებში წარსდგება.

მუსიკოსი მსმენელს როგორც ძველ ასევე ახალ მუსიკალურ ჰიტებს შესთავაზებს.

როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა „ინტერპრენისუსს“ განუცხადეს, ამ დროისათვის საკონცერტო დარბაზში ბოლო დეტალები მოწმდება.

რაც შეეხება ბილეთებს, 2017 წლის 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია ხვალ 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით კი - 1 ივლისისს.

შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენას“ სცენაზე ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო