მიხეილ სააკაშვილი - რა ნიშნით უნდა გამენდო ნინო ბურჯანაძისთვის გელაშვილის ცემის განკარგულება, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა და არ აღიქვამდა სერიოზულად?

რა ნიშნით უნდა გამენდო ვალერი გელაშვილის ცემის განკარგულება ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა, არ აღიქვამდა სერიოზულად და არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი - ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში ჩახედული იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით სასამართლო განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აბსურდი უწოდა.

“ჩემს წინააღმდეგ ე.წ.განაჩენი ძირითადად ეფუძნება ნინო ბურჯანაძის, პარლამენტის მაშინდელი სპიკერის ჩვენებას. ბურჯანაძემ თქვა, რომ დავიბარე ჩემთან და საიდუმლოდ გავანდე, რომ მე გავეცი ვალერი გელაშვილი ცემის განკარგულება და ამას მეტს აღარ ვიზამდი. ერთი წამით დავუშვით, რომ მართლაც გავეცი ასეთი განკარგულება, რაც არის სრული სისულელე და აბსურდი - რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ნინო ბურჯანაძისთვის, რომელსაც არავინ ელაპარაკებოდა, არ აღიქვამდა სერიოზულად და არ ვენდობოდით მთელი ეს პერიოდი. ეს ყველამ იცის, ვინც შიდა სამზარეულოში იყო ჩახედული. საერთოდ, რა ნიშნით უნდა გამენდო ეს ვინმესთვის?! ეს ხომ არის კომედია, სამართალზე და დაცინვა ყველაფრით, რაც კანონთან არ არის დაკავშირებული“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ არიან გაჩუმებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ადამიანები, ვისაც სამართლებრივი პროცესების დაკვირვება ევალება და რატომ არ იღებს ხმას პოლიტიკური სპექტრი.

“აქ ხომ აზრთა სხვადასხაობაზე არ არის საუბარი. საუბარია ყველანაირი კანონის ფეხქვეშ გათელვაზე და დემოკრატიული ნორმების სრულ უარყოფაზე. ეს რა თქმა უნდა, ყველას შეეხება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ უსამართლობას გადავლახავთ და მოვიპოვებთ სამართალს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებში. ივანიშვილი ამ მეთოდებით ქართველი ხალხის ნების შეჩერებას ვერ შეძლებს. მინდა ყველას მოვუწოდო გაერთიანებისკენ, დარაზმვისკენ და ერთად ბრძოლისკენ იმისათვის, რომ საქართველო ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში - ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა

2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა