დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველას გილოცავთ მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია - ჩემს CV-შიც შეიცვალა რიცხვები: დავიწყეთ 2,6%-დან მივაღწიეთ 7,5%-ს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის 7,5%-იან მაჩვენებელს წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის, როგორც აწ უკვე ყოფილი, ისე დღევანდელი თანამდებობის პირთა დაუღალავი შრომა.

ასე ეხმაურება ქუმსიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი 7,5% იყო.

“დღეს საქსტატმა 2018 წლის მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული მაჩვენებელი 7,5% შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2018 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგში. ამ მონაცემის გამოქვეყნება დროში დაემთხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებას. მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის, როგორც აწ უკვე ყოფილი, ისე დღევანდელი თანამდებობის პირთა დაუღალავი შრომა. მადლობა ყველას ვინ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმების შეუქცევადობაში. სავალუტო ფონდის მხრიდან კი ეს არის მხარდაჭერა და აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის. პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა მოიწონა და მიიჩნია საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებლად, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს. რეფორმები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა დაიწყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ევროპული დონის სახელმწიფოდ გადააქცევს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია. ჩემს CV-შიც შეიცვალა რიცხვები: დავიწყეთ 2,6%-დან მივაღწიეთ 7,5%. სულ მალე ორ ნიშნა ზრდა გვენახოს“, - წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა