ირაკლი ზარქუა - ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, რომელიც მოქალაქეების ინტერესზე და ბიუჯეტზე იქნება მორგებული

ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, რომელიც მოქალაქეების ინტერესზე და ბიუჯეტზე იქნება მორგებული, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ავტობუსების შესყიდვის თაობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მან ოპოზიციას მათ მიერ ჩატარებული ტენდერები შეახსენა, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ინტერების გათვალისწინებით ატარებდნენ.

“ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ვცდილობთ მივიღოთ ისეთი სატენდერო პირობები, მათ შორის ავტობუსებთან დაკავშირებით, რომელიც მორგებული იქნება დედაქალაქზე, მოქალაქეების ინტერესებზე და ბიუჯეტზე. ჩვენ 100 ავტობუსსაც შემოვიყვანთ და უფრო მეტიც, 700-მდე ავტობუსის ჩანაცვლებას ვაპირებთ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ასე რომ, ყველაფერი გეგმაზომიერად მოხდება და საბოლოოდ მივიღებთ სწორედ ისეთ ტენდერს, რომელიც მისაღები იქნება როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის და დედაქალაქის ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა