ანონსი 30 ივნისი

30 ივნისს, 14:00 საათიდან, დიღმის პარკში FUNDAY PARK - მუსიკალურ-სპორტულ შემეცნებითი ფესტივალი გაიმართება.

30 ივნისს, 14:30 საათზე, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, სულხან-საბა ორბელიანის საიუბილეო წლის ფარგლებში, ბოლნისში (მწერლის მშობლიურ მხარეში), სახალხო დღესასწაულზე ,,საბაობა 2018“, ითამაშებს სპექტაკლის ,,სიბრძნე სიცრუისა“ პრემიერას.

საკონტაქტო პირი ლაშა ჩხვიმიანი 598 899 371

30 ივნისს, 15:00 საათზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებაში.

მის.: ბათუმი, ქ. ფარნავაზ მეფის ქ. N 62–64

30 ივნისს, 16:00 სააათზე, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ,,თაობა XXI საქართველო“-ს ორგანიზებით შემეცნებითი საღამო -,,ერთი დროშის ქვეშ“ გაიმართება.

30 ივნისს, 16:00 საათზე, ფესტივალი "თბი-ლისის" ფარგლებში ჯგუფი SALIO-ს კონცერტი გაიმართება.

მის: ლისის ტბა

30 ივნისს, 17:00 საათზე, ფესტივალი "თბი-ლისის" მონაწილეების ფლეშმობი შესრულდება, რის შემდეგაც ევროპის მოედანზე ფესტივალის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება.

30 ივნისს, 19:00 საათზე, ნიაზ დიასამიძის კონცერტი „თბილისის ცის ქვეშ” გაიმართება.

მის.: ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი

30 ივნისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოქსფორდის იესოს სახელობის კოლეჯის ქოროს კონცერტი გაიმართება.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა