გიორგი ტყემალაძე - მიწისქვეშა პარკინგის და ავტობუსების ტენდერის საკითხზე კერძო სექტორისთვის ახალი შეთავაზებები გაკეთდება

მიწისქვეშა პარკინგის და ავტობუსების ტენდერის საკითხზე კერძო სექტორისთვის ახალი შეთავაზებები გაკეთდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

ტყემალაძე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას მიწისქვეშა პარკირების და ავტობუსების ტენდერის თემაზე. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტები განხორციელდეს.

“მე მგონი ამაში ვთანხმდებით, რომ კერძო ინვესტიციით მიწისქვეშა პარკინგის განხორციელება უკეთესია, ვიდრე მილიონობით ლარის დახარჯვა თბილისის ბიუჯეტიდან. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ თქვენ დიდ პროტესტს, როცა ზუსტად კერძო ინვესტიციით ხორციელდებოდა პუშკინის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი და თქვენ სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ იყავით, რადგან ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგი“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მხრიდან ნამდვილად იქნება ახალი შეთავაზებები, რომ კიდევ უფრო მოხდეს ბიზნესის დაინტერესება აღნიშნული პროექტებით.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა