ელტონ ჯონის კონცერტები „ბლექსი არენას" სცენაზე დღეს და ხვალ გაიმართება

ბრიტანელი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები „ბლექსი არენას" სცენაზე დღეს და ხვალ გაიმართება. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, შეკვეთილში მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან კონცერტის დაწყებამდე დიდი ზომის ეკრანი დამონტაჟდება, სადაც მისულ მსმენელებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის ნახვა შეეძლება.

ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი საქართველოში Wonderful Crazy Night-ის ტურნეს ფარგლებში წარდგება. მუსიკოსი მსმენელს როგორც ძველ ასევე ახალ მუსიკალურ ჰიტებს შესთავაზებს.

როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა „ინტერპრენისუსს“ განუცხადეს, ამ დროისათვის საკონცერტო დარბაზში ბოლო დეტალები მოწმდება.

რაც შეეხება ბილეთებს, 2017 წლის 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით კი - 1 ივლისისს.

შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენას“ სცენაზე ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა