დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებაზე - ვნახოთ თუ რა მოხდება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღიად დატოვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების საკითხი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg იუწყება.

საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებმა აშშ-ს პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, მიიღებს თუ არა აშშ რუსეთის პრეტენზიებს ყირიმის ტერიტორიაზე, რასაც დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ თუ რა მოხდება“.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 16 ივლისს ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

„მე მას ყველაფერზე ვესაუბრები. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე, სირიაზე, არჩევნებში ჩარევაზე“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტისას აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ ყირიმის ანექსიის ცნობას არ აპირებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა