მარიკა მამალაძის წიგნის „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“ პრეზენტაცია გაიმართა

მარიკა მამალაძის წიგნის „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“ პრეზენტაცია ბათუმში, გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" გამართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ლიტერატურულ პრემია „საბას“ ნომინანტ მარიკა მამალაძის მხატვრულ-დოკუმენტური რომანი „ახალი იორკი შორ კონტინენტზე“ გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ ერთ-ერთი ახალი გამოცემაა, რომელიც მკითხველმა მიმდინარე წლის მაისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიცნო.

„ნაწარმოები არა მხოლოდ ქართველი ავტორის მიერ აღქმული თანამედროვე ამერიკის აღწერას მოიცავს, არამედ მკვეთრად გამოხატულ პროამერიკულ და ანტირუსულ ნარატივსაც შეიცავს. წიგნი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ იდეოლოგიურ თანხვედრას და დამოკიდებულებას კაცობრიობის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევათა მიმართ. ეს არის წიგნი, რომელიც ზუსტად ეხმაურება განვითარებული მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ სათქმელს და კავკასიის რეგიონის ერთგვარ ხმას წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა