ანგელა მერკელი - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საგარეო პოლიტიკაში, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია და დიდი ბრიტანეთი განაგრძობენ ურთიერთობებს, როგორც პარტნიორები.

„ეს ეხება ურთიერთქმედებებს ნატო-ს ფარგლებში, ჩვენს საერთო პოზიციას ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებაზე და რუსეთთან მიმართებაში სასანქციო პოლიტიკას. გარდა ამისა, ლონდონთან თანამშრომლობა აუცილებელია ევროკავშირის გარე საზღვრების დასაცავად“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა დიდ ცვლილებებს გამოიწვევს ევროკავშირში და საჭიროა ევროკავშირის გაძლიერება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა