სახალხო დამცველის მოადგილე - ჩვენი წარმომადგენლები სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში შევლენ და მათ აუხსნიან, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ

ჩვენი წარმომადგენლები შევლენ სასჯელაღსრულების ქალთა დაწესებულებაში, რათა აუხსნან მათ, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი მათ არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ სასჯელაღსრულების ნომერ მეხუთე, ქალთა დაწესებულებაში შიმშილობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულები პროტესტს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიშის გამო გამოთქვამენ.

ბურჯანაძის განმარტებით, ანგარიში პატიმრებთან შემდგარი ინტერვიუების საფუძველზე შეიქმნა.

„კვლევა მომზადდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ და ის განხორციელდა ჩვენი მანდატის ფარგლებში. მათ ჰქონდათ ციხეში შესვლის უფლებამოსილება, იდენტიფიცირებული იქნა რამდენიმე პრობლემური საკითხი და მათ შორის იყო ერთ-ერთი ციხეში პირველადი შესვლისას სრული შემოწმების პრობლემა, რომელიც დაასახელეს პატიმრებმა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია შიმშილობის დაწყების შესახებ, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ხუთშაბათს ღამე მეხუთე დაწესებულებაში, გაესაუბრნენ პატიმრებს და ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს ინციდენტი ამოწურულია. ჩვენი თანამშრომლები დამატებით კიდევ მივლენ ორშაბათს და გაესაუბრებიან პატიმრებს, რათა აუხსნან, რომ მათ რეალურად პროტესტის არანაირი საფუძველი არ აქვთ და ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშშია, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ მათი უფლებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა