ISET-ის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება

1-ელ ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ISET-ის 39 სტუდენტს მაგისტრის ხარისხი მიენიჭება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლუტერი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია დაესწრებიან.

როგორც თსუ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს დასკვნითი სიტყვით მიმართავს და სწავლის დასრულებას მიულოცავს NBA-ის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია.

ცერემონიას, ასევე, დაესწრებიან საჯარო და კერძო სექტორების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ISET-ის სტუდენტებთან და ოჯახის წევრებთან ერთად კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას მიულოცავენ.

„10 წლის განმავლობაში, ISET-მა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა აღზარდა. სკოლის 300-მდე კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან დააკავშირა, ქართველ საზოგადოებას კი ეკონომიკაზე ინფორმაცია და ცოდნა მისცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა