„ალბატროსი“ - რამდენიმე თვეა კომპანიის მიმართ მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება, ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია

ბოლო რამდენიმე თვეა „ალბატროსის“ მისამართით მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება. ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, - ამის შესახებ ნათქვამია კომპანია „ალბატროსის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ალბატროსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტერიტორია, სადაც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, არ არის კომპანიის მფლობელობაში და ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაცია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება.

„ბოლო რამდენიმე თვეა „ალბატროსის“ მისამართით მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება. ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის რეგრესს, ასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია სკანდალში გახვია ყოფილმა თანამშრომელმა. თემა იყო საკმაოდ მძიმე და სენსიტიური - თითქოსდა ჩვენ წამებით მოკლული ქართველი გმირის არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოვხიეთ. სათვალთვალო კადრებში ნათლად ჩანს, რომ ფოტოები თვითონ ჩამოცვივდა, ჩვენ ეს კადრები არ გავასაჯაროეთ და არ გავაგრძელეთ დავა, რადგან ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა ამ მართლაც ძალიან მტკივნეული თემით აპელირება.

დღეს კი, 30 ივნისს, იგივე ძალების მიერ დაიგეგმა ახალი პროვოკაცია კომპანია „ალბატროსის“ მისამართით - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გარკვეული სახის ნარკოტიკული საშუალებები ინახება. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის კომპანია „ალბატროსის“ მფლობელობაში და კიდევ ერთხელ განვმარტავთ - ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც კომპანია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ალბატროსის" განცხადება ჩატარებულ ჩხრეკაზე - რამდენიმე თვეა კომპანიის მიმართ მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა